საპარლამენტო თანამდებობები

13 ნოე 2016, 20:00

0
გაზიარება:

ვის დაასახელებს ''ქართული ოცნება'' პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებად ეს დღეს გახდება ცნობილი. ''ქართულ ოცნებაში'' შიდა პარტიული კონსულტაციები დასრულდა.  პარლამენტის 15 კომიტეტიდან 13-ის თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა პარტიამ 6 ნოემბერს დაასახელა. დარჩენილ ორ კომიტეტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.