მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა

04 ივნ 2021

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 002 917 476  აცრა გაკეთდა. მონაცემებს  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.   

მოსახლეობის ვაქცინაციის  კუთხით მსოფლიოში  ისრაელი ლიდერობს. აქ ქვეყნის 10 მილიონი მოქალაქიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი თითქმის 6 მილიონმა ჩაიტარა.

მეორე პოზიციაზე  კანადაა,  მესამეზე - დიდი ბრიტანეთი, შემდეგ მოდის ჩილე და აშშ.

სოფლიოს ექვს ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია. ესენია  ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერიტრეა.