აშშ-ის პოზიცია პუტინთან შეხვედრის დროს პრინციპულ საკითხებზე მკაცრი იქნება - ჯო ბაიდენი

06 ივნ 2021

აშშ-ის პოზიცია პუტინთან შეხვედრის დროს პრინციპულ საკითხებზე მკაცრი იქნება - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე დააფიქსირებს მზადყოფნას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს არ მოხდება პრინციპული საკითხების ხარჯზე.

"აშშ-ს არ სურს კონფლიქტი, ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, რათა ვითანამშრომლოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის სტაბილურობა და შეიარაღებაზე კონტროლი,"- ამბობს ბაიდენი.