ესპანეთში 8 ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გადაჭარბებული დოზით აცრეს

07 ივნ 2021

ესპანეთში სამედიცინო შეცდომის გამო 8 მასწავლებელმა კოვიდ ვაქცინის 6 დოზა ერთდროულად მიიღო.  შემთხვევა ანდალუსიის პროვინცია სევილიაში მოხდა. ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებლები პარასკევს 4 ივნისს აცრეს. თითოეულმა ფაიზერის ვაქცინის ამპულის მთლიანი შემცველობა მიიღო, რომელიც 6 დოზაზეა  გათვლილი. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით,  განსაკუთრებით ძლიერი სიმპტომები არავის გამოვლენია.  დღეს ყველა აცრილი ჩვეულებრივ სამსახურში გამოცხადდა.  მანამდე მსგავსი ინციდენტები გერმანიასა და იატალიაში მოხდა.