ამერიკელი მეცნიერები კოვიდ-19-ის ლაბორატორიულ წარმოშობას ამტკიცებენ

07 ივნ 2021

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ლაბორატორული წარმოშობის მტკიცებულების შესახებ განაცხადეს.  ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“  წერს.  დოქტორმა სტივენ კუეიმ და კალიფორნიის უნივერსიტეტის   პროფესორმა  რიჩარდ მიულერმა განაცხადეს, რომ  კოვიდ-19-ს აქვს გენეტიკური კვალი, რომელიც არ ახასიათებს ბუნებრივ კორონავირუსს.  სპეციალისტებმა კოვიდ-19-ში გენომების თანმიმდევრობა აღმოჩინეს. მას ხშირად   ვირუსების გადადებისა და ლეტალობის გასაძლერებლად იყენებენ.   იგი ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხდება. ბუნებრივ კორონავირუსებსსარსა“ და „მერსს“ ასეთი თანმიმდევრობა არ აქვთ- ამტკიცებენ ამერიკელი  მეცნიერები. მანამდე  ბრიტანელი პროფესორი და ნორვეგიელი ვირუსოლოგი აცხადებდნენ, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა შექმნეს   „სარს-კოვ-2“,  ხოლო შემდეგ  კვალის დაფარვა სცადეს ისე, რომ  ყველა მტკიცებულება ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებდეს. პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კოვიდ-19-თან დაკავშირებით პუბლიკაციებისადმი ღია და საპასუხისმგებლო პოზიციას . ვაშინგტონის მცდელობას გამოიძიოს კოვიდ-19-ის წარმოშობა, ჩინეთი პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.