09 ივნ 2021
მომავალი სასწავლო წლისთვისაც პირველკლასელების გარეშე დარჩება მაღალმთიანი აჭარის 15 სკოლა. რეგისტრაცია უკვე დასრულდა.
საკლასო ოთახები პირველკლასელების გარეშეა ბოლო რამდენიმე წელია. არის სკოლები სადაც კლასში მხოლოდ ერთი პირველკლასელი მოსწავლეა.
ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის რომელიმე სკოლის დახურვის საფრთხე არ არსებობს.