მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

10 ივნ 2021

კვლავ კრიტიკულად მძიმეა დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გვიან ღამით, სავარაუდოდ გადმოვარდა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისას იყო ტრავმული შოკის მდგომარეობაში.  შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.