ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

10 ივნ 2021

ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პარტია „თანხმობის“ დეპუტატი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, ის ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე  წვდომა არ ჰქონია.