მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველზე სიძულვილის ენით საუბრობს

12 ივნ 2021

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ნინო ლომჯარიას "სახალხო გამხრწნელად" მოიხსენიებს.საკუთარ განცხადებაში იგი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელსაც ახსენებს. მისი თქმით მიმდინარეობს საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი აძალებს ნინოწმინდის პანსიონში დაუყონებლივ სახალხო დამცველის შეშვებას, რომელიც მეუფის შეფასებით ამას პროპაგანდისტული მიზნით აკეთებს