ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

13 ივნ 2021

ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანის მიერ, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი საკუთარ ოჯახებს უკვე  დაუბრუნდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ჩართულობით შედგა. 

კონფლიქტის დროს დაკავებული სომეხი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების გამო სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის.