ხვალიდან უფასო სასადილოები ბენეფიციარებს მიიღებენ

14 ივნ 2021

ერთწლიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალური უფასო სასადილოები ფუნქციონირებას განაახლებენ, პანდემიის გამო ბენეფიციარები საკვებს თვეში ერთხელ იღებდნენ.

სასადილოებს ამ პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. გარემონტდა ტაბიძეზე 1, ლერმონტოვის ქუჩაზე 2 და ხელვაჩაურიში მდებარე 4 სასადილო.

ასევე სრულდება თამარის დასახლებაში მდებარე N3 სასადილოს შენობის რეაბილიტაცია. 

უფასო სასადილოებით 6 258 ადამიანი სარგებლობს.