ხანძარი ილინოისის ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში

15 ივნ 2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ილინოისში მდებარე ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში გაჩნდა, რომელსაც მოგვიანებით აფეთქებებიც მოჰყვა.

ინციდენტის დროს შენობაში 70 თანამშრომელი იმყოფებოდა, არიან დაშავებულები. ევაკუაცია გამოცხადდა ქარხნიდან 2 კილომეტრის რადიუსზე არსებული ობიექტებიდან.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.