15 ივნ 2021
ავღანეთში 4 მედიკოსი მოკლეს, რომლებიც მოსახლეობას პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრებს უკეთებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.