ანკარაში ქუჩები დაიტბორა

15 ივნ 2021

გადაუღებელი წვიმების შედეგად თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩები, სახლები და ოფისები დაიტბორა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. უამინდობის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა.  ერთ-ერთი რაიონი დაისეტყვა. მეტეოროლოგების თქმით, წვიმები კიდევ, სულ მცირე, 2 დღეს გაგრძელდება.