''რვაფეხა'' - ქალაქის სავიზიტო ბარათი

14 ნოე 2016

16 წელია უფუნქციოდ დარჩენილი “რვაფეხა” მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ბათუმელების ხანგრძლივი მოთხოვნის შემდეგ მისი რეაბილიტაცია გადაწყდა. ამჯერად მთავარი მოთხოვნა კონსერვაციის გეგმის საჯაროობაა. რუსუდან აბაშიძე შეეცადა `მთავარი ამბებისთვის” გაერკვია, როდის დაიწყება ყოფილი კაფე “ფანტაზიის” რეაბილიტაცია და რა დანიშნულებას შეიძენს ის.