მსოფლიოში COVID 19-ის ინდური შტამის შემთხვევები სწრაფად მატულობს

16 ივნ 2021

კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის შემთხვევები სწრაფად მატულობს დიდ ბრიტანეთში. რთული ეპიდვითარებაა ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში 9 ივნისის შემდეგ გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა.

სამხრეთ აფრიკაში კი ახალი შეზღუდვები წესდება, მათ შორის გახანგრძლივდება კომენდანტის საათი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 177 მილიონს გადააჭარბა.