დღეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

16 ივნ 2021

რამდენიმე საათი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამდე. ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაშია. მალე შვეიცარიაში ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან. ორი ქვეყნის პირველი პირები ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვიც დაესწრებიან. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, სავარაუდოდ, 4-5 საათს გაგრძელდება. ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან პირველი პირისპირ შეხვედრაა.