მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

18 ივნ 2021

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, -   ინფორმაციას პლატფორმა ვორლდმეთთერსი ავრცელებს. მათი ცნობით, ვირუსს 2 მილიონი ადამიანი პანდემიის დაწყებიდან 1 წელში ემსხვერპლა, შემდეგი 2 მილიონი ფატალური შემთხვევა კი მხოლოდ 166 დღეში დადასტურდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთსა და მექსიკას.ამ ხუთ ქვეყანაზე მსოფლიოში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 50%-ი მოდის.