საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკვლელობა მეუღლემ აღიარა

18 ივნ 2021

საბერძნეთის პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ქმარს, რომლის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. წყაროების ცნობით, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ  მან მეუღლე, 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი მას შემდეგ მოკლა, რაც ის დაემუქრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის ჩვილს წაიყვანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან აღიარა, რომ სამართალდამცავებს მოატყუა, როცა განაცხადა, რომ სახლში ძარცვის მიზნით სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, მისი ცოლი სცემეს და გაგუდეს, თავად კი სავარძელზე მიაბეს. მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა.

მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.