ავარია აშშ-ში - დაიღუპა 10 ადამიანი

21 ივნ 2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი ემსხვერპლა. შტორმის შედეგად დაზარალებულ ალაბამაში, მაგისტრალზე, ერთმანეთს 18 ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა ერთ ავტომობილში მყოფი მამა და მისი 9 თვის შვილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მიტოვებულ და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის კუთვნილ ავტობუსში მსხდომი 17 წლამდე გოგონებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, მანქანების სველ გზაზე მოცურებამ გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.