ჰესების მშენებლობა გურიაში - წინასწარი კვლევა

21 ივნ 2021

გურიაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდამცველებმა დღეს ოზურგეთის ,,საიას" ოფისში კვლევის წინასწარი შედეგები წარმოადგინეს. საუბარია ჰესების ,,ბახვი 1-ის" და ,,ნატანები 3-ის " მშენებლობაზე. ეკოლოგების შეფასებით, პროექტი ხარვეზებს შეიცავს და მისი განხორციელების შემთხვვაში კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფით გავლენას პროგნოზირებენ. ასევე გარემოს დამცველების შეფასებით, დაზიანდება  ბახმაროს უნიკალური ეკოსისტემა, რადგან ჰესი კურორტთან ახლოს შენდება.