განათლების სამინისტრო: სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რიცხვი შემცირდა

22 ივნ 2021

სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აგრძელებს მუშაობას სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით.  სამინისტროში აცხადებენ, რომ  პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილთა რიცხვი 6,885-მდე შემცირდა.