პრობლემები ვაქცინაციის პროცესში

23 ივნ 2021

რა გახდა ვაქცინაციის პროცესში შეფერხების მიზეზი - კითხვებზე პასუხების მისაღებად ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატები პარლამენტში იბარებენ.  ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესია სად არის ასტრაზენეკას 5 ათასი დოზა?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ბოდიში, დაწყებული მოკვლევა და ვაქცინის დამატებითი დოზების მიღების მოლოდინში მყოფი ქვეყანა -ჯერ  ასეთი ვითარებაა. იმუნიზაციის პროცესში ჩართვას მოსახლეობა ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის ყველა ტიპის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეფერხებულია.