აფეთქება პაკისტანში

23 ივნ 2021

სამი ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველები და ბავშვები. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.აფეთქება აღმოსაველთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ისლამისტური დაჯგუფების „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებლის ჰაფიზ საედის სახლის მახლობლად მდებარე ბლოკპოსტთან მოხდა.   დაჯგუფება „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებელ საედს ტერორიზმის დაფინანსებისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მის დაჯგუფებას  2008 წლის მუმბაის ტერაქტების მოწყობაში  ადანაშაულებენ, რასაც 166 ადამიანი ემსხვერპლა.