შვედეთსა და შვეიცარიაში მოზარდებს აცრიან

23 ივნ 2021

შვედეთში 16 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებს. მანამდე ვაქცინაცია 18 წელს ზევით იყო ხელმისაწვდომი. მოზარდების ვაქცინაცია შვეიცარიაც იწყებს. აქ აცრების გაკეთებას 12-დან 15 წლამდე მოქალაქეებიც შეძლებენ. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური სამმართველოს ცნობით, ვაქცინაცია კომპანია ფაიზერ-ბიონტეკ-ის პრეპარატით მიმდინარეობს.