24 ივნ 2021
თურქეთში 25 ივნისიდან 18 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. თურქეთში ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო და დღემდე ვაქცინების 44 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული.
ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაჩქარდა და 14 ივნისიდან 20 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით 7 მილიონ 700 ათასი მოქალაქე აიცრა.