ურეკში სასტუმროს ერთი სართული დაიწვა

25 ივნ 2021

ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი იყო. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულზე იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.  გამოძიება 182 მეორე მუხლის მეორე  ნაწილით  დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გადანდგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით.