ბორის ჯონსონი - არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას

25 ივნ 2021

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მტკიცებით, ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი ეიჩ-ემ-ეს დეფენდერი უკრაინის წყლებში კანონიერად დაცურავდა და რუსეთს მისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლი არ გაუხსნია, - ინფორმაციას სკაი ნიუსი ავრცელებს. „ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას - რაც უკანონო იყო. ეს უკრაინის წყლებია და ა  პუნქტიდან ბე პუნქტამდე მისასვლელად მათი გამოყენება სრულიად სწორია,“- აღნიშნა ბორის ჯონსონმა. შეგახსენებთ, რუსეთი გაერთიანებულ სამეფოს გამანადგურებელს საკუთარ ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს. კრემლის შეფასებით, ბრიტანულმა ხომალდმა წინასწარგანზრახული პროვოკაცია განახორციელა და ამგვარი ქმედების განმეორების შემთხვევაში რუსეთის რეაგირება მკაცრი იქნება.