აზერბაიჯანული მედია: სომხეთმა სასაზღვრო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა

28 ივნ 2021

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.მათივე ინფორმაციით, ამჟამად თოუზის მიმართულებაზე ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ მდგომარეობას აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.