მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

29 ივნ 2021

მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 150-მდე ადამიანს. ფლორიდის შტატში 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 5 დღის წინ ჩამოინგრა.

ნგრევის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის წინ ჩატარებულმა შემოწმებამ სტრუქტურული დაზიანებები აჩვენა.