სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

29 ივნ 2021

სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შტატების ძალებმა  იერიშს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მომხდარს წინ ერთი დღით ადრე შტატების მიერ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების დაბომბვა უძღოდა.