შეღავათები ტურისტულ სეზონზე

29 ივნ 2021

1 ოქტომბრამდე მიწის საიჯარო გადასახადისგან თავისუფლდებიან ისინი,  ვინც  სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს სეზონურად ამუშავებენ.

შეღავათები ეხება კაფე-ბარებს, მათ შორის ბუნგალოებს, სავაჭრო გასართობ ობიექტებს და ზღვისპირა სანაპირო ზოლში საპლაჟო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

ქობულეთის  საკრებულომ ეს გადწყვეტილება პანდემიის დროს შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო.