გერმანიამ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის პროცესი დაასრულა

30 ივნ 2021

გერმანიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. „თითქმის 20 წლის შემდეგ, ჩვენმა უკანასკნელმა ჯარისკაცებმა ავღანეთი დატოვეს და სახლში ბრუნდებიან. ეს ისტორიული თავის, ინტენსიური მისიის დასასრულია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

ავღანეთში, თითქმის ოცწლიანი მისიის განმავლობაში 59 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის თავზე, 2021 წლის 11 სექტემბრამდე დასრულდებოდა.