მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა

02 ივლ 2021

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 167 მილიონზე მეტი ადამიანი. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.