რესტორანში ბავშვს წყლის ნაცვლად ანტისეპტიკური ხსნარი დაალევინეს

02 ივლ 2021

რუსეთში, იაკუტსკში ბავშვს წყლის ნაცვლად ანტისეპტიკური ხსნარი დაალევინეს, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.  ინფორმაცია უარყვეს, შემდეგ კი ყველაფერი დამლაგებელ ქალს დააბრალეს - მათი თქმით, სწორედ მან შეცვალა წყლის ბოთლი ანტისეპტიკური ხსნარით.

თავად დამლაგებელი კი ამბობს, რომ ბოთლზე იყო ეტიკეტი, სადაც ხსნარის შესახებ ეწერა, რასაც მიმტანებმა ყურადღება არ მიაქციეს. 

ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე აღძრა.