კანადაში ხანძრის შედეგად ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა

02 ივლ 2021

კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად სოფელი ლიტონის 90%-ი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მანამდე სოფელი, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობამ ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დააფიქსირდა.

სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.