მახინჯაურის მცხოვრებლების მოთხოვნა

02 ივლ 2021

ზედა მახინჯაურის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ამბობენ,  რომ მერიას  არაერთხელ მიმართეს, დაპირებაც მიიღეს, თუმცა უკვე 3 წელია 5 კილომეტრზე მეტი გზის გავლა  ფეხით უწევთ.  

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მდგომარეობას იცნობენ და  საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ.