როდის დაინიშნება მუნიციპალურო ტრანსპორტი ზედა მახინჯაურში?

02 ივლ 2021

ზედა მახინჯაურში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ამბობენ,  რომ მერიას  არაერთხელ მიმართეს, დაპირებაც მიიღეს, თუმცა უკვე 3 წელია 5 კილომეტრზე მეტი გზის გავლა  ფეხით უწევთ.თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მდგომარეობას იცნობენ და  საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ.