იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა

03 ივლ 2021

იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერის შედეგად დაკარგულ 20 ადამიანს ეძებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში მთიდან დაძრული ნაშალი მასა ჩანს, რომელიც ქალაქს დაატყდა თავს. სტიქიამ რამდენიმე სახლი დაანგრია.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს კატასტროფაზე და მასშტაბურ საგანგებო სიტუაციაზე. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, სახანძრო სამსახური და სამხედროები არიან ჩართული.