ცეცხლი წყალქვეშ - მექსიკის ყურეში ხანძარი გაჩნდა

03 ივლ 2021

მექსიკის ყურეში ნავთობსადენს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 78 მეტრის სიღრმეზე გაზმა გაჟონა, თუმცა აალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მეხანძრე-მაშველები გაჩენილ ხანძარს 5 საათის განმავლობაში აქრობდნენ.  ადგილზე მდგომარეობა კონტროლირებადია. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.