სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა ფილიპინებში

04 ივლ 2021

ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც სულ მცირე 85 ადამიანი იყო, კატასტროფა განიცადა.BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.თვითმფრინავი სახელად  C130 Hercules ​ კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს აღემატება.