ბათუმში, ზღვაში მოზარდს ეძებენ

04 ივლ 2021

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდს ეძებენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის წყალში გაუჩინარებასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება დღეს შევიდა. 

სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველოს რამდენიმე ბრიგადა და მყვინთავები არიან ჩართული. ტერიტორიაზე, სადაც არასრულწლოვანი გაუჩინარდა ცურვა აკრძალულია.