ქედის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა

17 ნოე 2016

ქედაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი  8 მილიონ 39 ათას 400 ლარს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.  დღესვე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამოს ფარგლებში 2016 წელში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. სხდომას  24 დეპუტატიდან 17 ესწრებოდა.