კონფერენცია სამედიცინო ტურიზმის საკითხებზე

17 ნოე 2016

დღეს სამედიცინო ტურიზმის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მასზე, სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და თანამედროვე სამედიცინო საკითხებზე მსჯელობენ. მომხსენებლები ქართველ პროფესორებთან ერთად ამერიკის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის წარმომადგენლები არიან. ღონისძიება 3 დღიანია და ის რეგიონის განათლების სამინისტროს ფინანსური, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.