ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს

07 ივლ 2021

ჰაიტის პრეზიდენტმა ჟოვენელ მოიზმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.  ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „გაზეტე ჰაიტი“ პრემიერ კლოდ ჟოზეფზე დაყრდნობით   იუწყება.   

გასული ღამით ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციას-ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდამსხმელები ესპანურად საუბრობდნენ. მოიზის მეუღლე ქვეყნის პირველი ლედი დაშავებულია. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.