ავღანეთი ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა დატოვეს

08 ივლ 2021

დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები  ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის დასრულების შესახებ იუწყებიან.  დღესვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დანაყოფებმა ავღანეთი თითქმის სრულად დატოვეს. ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის.