ბანგლადეშში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

09 ივლ 2021

ბანგლადეშში, წვენის მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, 7-სართულიან შენობაში ხანძრის მიზეზი შედუღების სამუშაოები გახდა. ხანძარმა ქარხნის შვიდსართულიანი შენობა მთლიანად მოიცვა. 

თვითმხილველთა თქმით, დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ქარხანაში  რვა ათასამდე ადამიანია დასაქმებული.