სომხეთში კარანტინი კიდევ 6 თვით გაგრძელდება

09 ივლ 2021

სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  სექტემბერში გამოცხადებული კარანტინის გაგრძელებას კიდევ 6 თვით გეგმავს. სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 148 ადამიანს დაუდასტურდა.  ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 226  ათას 135-ს მიაღწია.