ჰაიტის პრეზიდენტი შეიარაღებულმა ჯგუფმა მოკლა

09 ივლ 2021

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი  26 კოლუმბიელისა და ორი ჰაიტელი ამერიკელისგან შემდგარმა შეიარაღებულმა ჯგუფმა მოკლა. ამის შესახებ  ადგილობრივ ხელისუფლება აცხადებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 15 კოლუმბიელი და 2 ჰაიტელი ამერიკელი, ლიკვიდირებულია 3 თავდამსხმელი, რვამ კი - გაქცევა შეძლო. პრეზიდენტის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ჰაიტის 53 წლის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში ორი დღის წინ მოკლეს. დაჭრილია პირველი ლედიც.