#ლექSOSთვის-ჟურნალისტების პროტესტი და სოლიდარობის აქცია

13 ივლ 2021

ლექსოსთვის-ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ   გამოუცხადეს.  მედიასაშუალებების წარმომადგენლები  სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებული მოვლენები დაგმეს. ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.